Sunday, November 17, 2013

ტრენინგის მე-9 დღე

   ტრენინგის ბოლო დღეს გადავხედე რამდენად სრულყოფილი იყო ჩემი საქაღალდე,შევიტანე საჭირო ცვლილებები.ავტვირთე პორტფოლიო ინტერნეტში.ტრენერისაგან მივიღეთ სასარგებლო რჩევები ტრენერისაგან თუ როგორ       შევიტანო ცვლილებები ატვირთულ პროექტის მასალებში.
   განსაკუთრებით საინტერესო იყო ტრენინგის მეორე ნაწილი,სადაც გავეცანით ერთმანეთის პროექტებს.ვიმსჯელეთ ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობებზე.ტრენინგი ჩემთვის იყო ძალიან ნაყოფიერი და წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს!

Saturday, November 16, 2013

ტრენინგის მე-8 დღე

მოდული მე-7 ფასილიტაცია


დღეს დავათვალიერე საქაღალდეებში ფასილიტაციის ნიმუშები;
ვისწავლე პრეზენტაციაში ლინკის დადება;
შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში ჩემი პროექტისათვის;
გადავხედე პრტფოლიოს ჩეკ-ლისტის მიხედვით.

Sunday, November 10, 2013

ტრენინგის მე-7 დღე

მე-6 მოდული: დადეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის


  • ჯგუფში ვიმსჯელეთ სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეთა შეფასების საშუალებებზე;
  • მოვამზადე დამხმარე მასალები განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის;
  • მოვუბრუნდი პროექტის გეგმას და ვიმუშავე შესაბანისი გრაფების შევსებაზე.

Saturday, November 9, 2013

ტრენინგის მე-6 დღე


  • ტრენინგი დავიწყეთ შესწავლილი მასალის შეხსენებით;
  • განვიხილეთ შეფასების რუბრიკის ნიმუშები;
  • გავაკეთე პროექტში მოსწავლეთა თანამშრომლობის შეფასების რუბრიკა;
  • შევქმენი მოსწავლის ბუკლეტი და შევინახე მოსწავლეთა ნამუშევრებში;
  • ვისწავლეთ picasaweb ალბომის შექმნა და ბლოგზე განთავსება.

Sunday, November 3, 2013

ტრენინგის მე - 5 დღე


  • განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობა;
  • გავეცანით კვლევისათვის ინტერნეტ რესურსების გამოყენების გზებს;
  • გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშებს;
  • შევქმენი მოსწავლის ბლოგი;
  • დაწვრილებით განვიხილეთ ბლოგის ინსტრუმენტები.

Saturday, November 2, 2013

მე-4 დღე
2 ნოემბერი


  • განვიხილე ინტელის სხვადასხვა პროექტების შეფასების გეგმები,განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო;
  • შევადგინე დროში გაწერილი პროექტის შეფასების გეგმა;
  • გავაკეთე პროექტის შეფასების მონახაზი;
  • ვისწავლე საოფისე პროგრამაში სიტყვაზე ან ფრაზაზე ინტერნეტ მისამართის მიბმა;
  • შევიხსენეთ საპრეზენტაციო პროგრამის Power Point-ის ინსტრუმენტები;
  • მოვამზადე პროექტის პრეზენტაცია Power Point-ში ;
  • პრეზენტაცია ავტვირთე ბლოგზე.